2016-07-22 22:26:24, 1632 ნახვა
მსოფლიო
მიუნხენის რკინიგზის სადგურში ევაკუაცია განხორციელდა - პოლიცია სამ თავდამსხმელს ეძებს
მიუნხენის რკინიგზის სადგურში ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილობრივი პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ სამ ადამიანს ეძებს, მათი ინფორმაციით, ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, სადაც თავდაპირველად განხორცილელდა სროლები, სამი ადამიანი ისროდა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სროლები იყო მიუნხენის მარიენპლატცის მეტროს სადგურში.
ცნობისთვის, გერმანიაში, მიუნჰენის სავაჭრო ცენტრზე შეიარაღებული თავდასხმ სავაჭრო ცენტრთან მდებარე კაფეში და მეტროს სადგურზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, ხოლო 20-მდე დაშავდა. პოლიციამ მხოლოდ 3 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან