03:13 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 11:21:03, 872 ნახვა

რეგიონი
აჭარის განათლების სამინისტრო ადგილობრივი ბენდების პროდიუსინგს დააფინანსებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  განათლების სამინისტროში სტუმრობისას ბათუმელ მუსიკოსებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან სამსახურის ინფორმაციით,  პატარაძემ შეხვედრისას  ინფორმაცია მიიღო  ახალი პროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც ბათუმში მალე ადგილობრივი ბენდების პროდიუსინგი დაფინანსდება. პროექტი განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნათია სირაბიძის ინიციატივით  ხორციელდება.

მათივე ცნობით, პროექტისთვის „კონცერტები ტურისტულ სეზონზე" სამი ბათუმური ბენდი შეირჩა, რომელთა წევრებს მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე შეხვდა და ესაუბრა.

პროექტი პირველად ხორციელდება და მიზნად ისახავს, არა მხოლოდ კონცერტების ჩატარებას ტურისტულ სეზონზე, არამედ ადგილობრივი ბენდების პროდიუსინგის ხელშეწყობას.   პროგრამას გაცილებით გრძელვადიანი ეფექტი ექნება და დაეხმარება ბენდებს მიიღონ მეტი დაკვეთები, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

პროექტის ფარგლებში მომზადდება საავტორო მუსიკის შემქმნელი სამი ბენდის მარკეტინგული კონცეფცია, თითოეული ბენდისთვის დამზადდება ვებ-გვერდი და  ვიდეორგოლები სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცისთვის, შეიქმნება ბრენდ ბუქი და პორტფოლიო, მაღალი ხარისხით სტუდიურად ჩაიწერება ბენდების სიმღერები. პარალელურად დაფინანსდება აფიშების, პოსტერების დიზაინის შექმნა და სოციალურ ქსელში სარეკლამო კამპანია. ასევე ბენდები გამართავენ კონცერტებს ქობულეთში, ბათუმსა და გონიო-კვარიათში.

პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენდებია: The Nemo, Groovephonics და Asea Sool. პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარკვებული კომპანია შპს „EREDELis Art".

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics