11:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 11:42:05, 1226 ნახვა

მსოფლიო
გაერო-მ "ისლამური სახელმწიფო" ერაყისა და სირიის ტერიტორიებზე იეზიდთა გენოციდში დაადანაშაულა

გაერო-მ "ისლამური სახელმწიფო" ერაყისა და სირიის ტერიტორიებზე იეზიდთა გენოციდში დაადანაშაულა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება, გაერო-ს სპეციალური კომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები აღნიშნულ ეთნიკურ-რელიგიურ ჯგუფს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობა.

მედიის ცნობით, დოკუმენტში საუბარია "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების მიერ მოკლული ათასობით იეზიდის შესახებ. ამასთან, მონობაში მყოფი ქალებისა და ბავშვების შესახებ, ვრცელდება ინფორმაცია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" იეზიდთა სრული განადგურება მიზნად დაისახა. გაერო-ს კომისია საერთაშორისო საზოგადოებას იეზიდთა გენოციდის აღიარებასა და მათ გადასარჩენად ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics