08:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 12:36:35, 354 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ველოდებით, რომ შექმნილი ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას მოვისმენთ

ველოდებით, რომ მოვისმენთ შექმნილი ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნასთან დაკავშირებით განუცხადა.

”ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება კონსტიტუციური ვადის ფარგლებში იქნება მიღებული.

„შექმნილი ვითარების ანალიზი ჩვენ დეტალურად მოვისმინეთ ბევრი კომპეტენტური პირისგან. ახლა ჩვენ ველით, რომ მოვისმენთ ამ ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას. ამ ანალიზში ჩვენ ვხედავთ თუ რა იყო განმაპირობებელი ფაქტორები, დღეს ჩვენ გვაინტერესებს როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვადა ამის გადასაწყვეტად და ამ ვადის ფარგლებში გიპასუხებთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics