14:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 21:33:09, 970 ნახვა

მსოფლიო
ორი ტერაქტი თურქეთში - დაიღუპა 3, დაშავდა 52 ადამიანი

თურქეთში დღეს საღამოს ორი აფეთქება მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

აფეთქებები სტამბოლსა და დიარბაქირში მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 3, ხოლო დაშავდა 52 ადამიანი.

პირველი აფეთქება სტამბოლში, სამხედრო ბაზასთან მოხდა, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიჭრა. ამჟამად დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში იმყოფებიან. 

სტამბოლის შემთხვევის შემდეგ, აფეთქების ხმა დიარბაქირშიც გაისმა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 45. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილებს შორის სამართალდამცველებიც არიან. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევის დროს დანაღმული ავტომობილები აფეთქდა. მომხდარზე ამ დროისთვის პასუხისმგებლობა, არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics