14:41 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 14:25:31, 1001 ნახვა

მსოფლიო
ბაღდადის გარეუბანში აფეთქებას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადის გარეუბანში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედიის ცნობით, მსხვერპლის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც სააგენტო Reuters პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

აფეთქება მადინატ-ეს-სადრის რაიონში განხორციელდა, სადაც ძირითადად შიიტები ცხოვრობენ. აფეთქება ბაზრის შესასვლელთან მოხდა.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ერაყის დედაქალაქში თავდასხმები გახშირდა. ბოლო თვეებში მომხდარი აფეთქებების ნაწილზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics