01:25 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 11:20:30, 651 ნახვა

სამართალი
ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულის მხარე დნმ-ის ანალიზის შემოწმებას აპირებს

„ასაფეთქებლის ნაწილზე გია სოსანაშვილის დნმ კი არ აღმოაჩინეს, მასზე გადაიტანეს“, - აღნიშნული განცხადება იური ვაზაგაშვილის აფეთქებისთვის ბრალდებულის სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. 

ადვოკატ ჯოგლიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დნმ-ის ანალიზი პირველად 6 თებერვალს აუღეს. მისი თქმით, ნივთმტკიცებაზე სწორედ ამ დღეს აღებული დნმ-ის დატანა მოხდა. ჯოგლიძის განცხადებით, საქმეში 6 თებერვალს აღებული დნმ-ის შესახებ ინფორმაცია არ დევს. მისი თქმით, ოფიციალურად საქმეში მხოლოდ 7 თებერვალს მეორედ აღებული დნმ-ის შესახებ არის ჩანაწერი. 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დაურეკეს და გენინსპექციის სამმართველოს უფროსის კაბინეტში დაიბარეს. სწორედ იქ მოხდა 6 თებერვალს პირველად დნმ-ის აღება, თუმცა ეს სინჯი არ დალუქულა, ხელი მასზე არავის მოუწერია. დაილუქა ის სინჯი, რომელიც 7 თებერვალს აიღეს. 6 თებერვალს აღებული კი სპეციალურად წაუსვეს საფლავზე აღმოჩენილ ნივთმტკიცებაზე. გამოძიებას არ აწყობდა ამის გამჟღავნება. ჩვენ ვაპირებთ დნმ-ის ანალიზის შემოწმებას. ადგილზე სხვა დნმ-ების არსებობასთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი გახდა გუშინ, მიდის გამოძიება. არ არის გამორიცხული, რომ 23 იანვარს ყარაფილადან აღებული სინჯი სოსონაშვილის სინჯს დაემთხვეს“,- განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.

ადვოკატმა უარყო ინფორმაცია, თითქოს გია სოსანაშვილი კომპიუტერში იური ვაზაგაშვილის მონაცემებს ეძებდა. მისი თქმით, ამის დასადასტურებლად შესაძლებელია კომპიუტერული ექსპერტიზის ჩატარება, რითაც დამტკიცდება, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics