14:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 19:30:10, 506 ნახვა

პოლიტიკა
სტუ-ის რექტორი აგრძელებს ოცნების ხელისუფლების ქებას, ამბობს, რომ ის დემოკრატიულია

სტუ-ის რექტორი აგრძელებს ოცნების ხელისუფლების ქებას, ამბობს, რომ ის დემოკრატიულია. ეს განცხადება მან ქართული ოცნების პრემიერთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შედგა შეხვედრა. პრემიერ-მინისტრმა მოისმინა არგუმენტები, რომელიც ჰქონდა სტუ-ს აკადემიურ საბჭოს. ჩვენ შევჯერდით საკითხებზე, პრემიერმა გაითვალისწინა ყველა საკითხი, რომელიც პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჰქონდათ. შემდეგ გვქონდა მსჯელობა ჰუმანიტარულ პროგრამებზე. ჩვენ შეჯერებული ვიყავით, ისინი წავლენ მილევად რეჟიმში, შემდეგ კი გადავლენ თსუ-ში. მინდა ვთქვა, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო. რასაც 10 დღის განმავლობაში ვამბობდი, ჩვენი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არის დემოკრატიული და ის არ ჰგავს ყოფილ ხელისუფლებას", - თქვა მან.

ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics