16:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 14:54:30, 992 ნახვა

მსოფლიო
ასადის არმიამ სირიის ქალაქ პალმირაზე კონტროლი აღადგინა

სირიის არმიამ პალმირაზე კონტროლი აღადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, სამთავრობო ძალებმა რუსული ავიაციის დახმარებით, პალმირას ისტორიული ციხესიმაგრე აიღეს და მთლიანად აკონტროლებენ სამარხების ველს, სადაც 2015 წლის შემოდგომაზე ისლამისტებმა უძველესი კოშკები გაანადგურეს.

ბრძოლა პალმირას რეგიონში უკვე მე-3 დღეა გრძელდება.

გუშინ სირიის არმიამ „ისლამურ სახელმწიფოს“ ბოლო სტრატეგიული ადგილი წაართვა.

მედია საშუალების ინფორმაციით, ასადის არმიამ, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, რომელიც სტრატეგიულ ადგილზე იყო აღმართული ხელში ჩაიგდო და დაწვა, თმცა სირიის დროშის აღმართვა ამ დრომდე არ განხორციელებულა, ტერორისტების მხრიდან დაცხრილვის გამო.

შეგახსენებთ, რომ ასადის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ ათობით მებრძოლი მოკლა. დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციაზე განცხადება პენტაგონშიც გაკეთდა.

უწყების ხელმძღვანელის ინფრომაციით, სირიაში ჩატარებული ოპერაციის დროს აბდულ რაჰმან მუსტაფა ალ-კადული, მეტსახელად ჰაჯი იმანი, მოკლეს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ფინანსთა მინისტრი და ერთ-ერთი ლიდერი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics