22:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-14 20:06:25, 1117 ნახვა

სამართალი
სუს-მა ხაბეიშვილს მისთვის დაწესებული შეზღუდვები 2 თვით გაუგრძელა

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, ხაბეიშვილს სუს-მა მისთვის დაწესებული შეზღუდვები კიდევ 2 თვით გაუხანგრძლივა.

"სუს-მა ლევან ხაბეიშვილს 2 თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს. სასამართლო 9 დეკემბერს უნდა ჩატარდეს, სადაც ლევან ხაბეიშვილის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი უნდა განგვეხილა - სუს-ს შეეძლო, აღნიშნული შეზღუდვები მხოლოდ 9 დეკემბრამდე გაეგრძელებინა, მაგრამ სუს-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს ნაცვლად, რომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა არ შეეცვალოს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს. დააკავეს სიტყვის გამო. ამ შეზღუდვებითაც ჩანს, რომ მათ მისი მართალი სიტყვის ეშინიათ. სუს-ი იყენებს წამების დახვეწილ მეთოდს - მამას არასრულწლოვანი შვილების ნახვისა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს". - წერს Facebook-ზე ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი.

ივანიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ციხეში პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდა.

სუს-მა ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ხაბეიშვილს ორი ბრალდება წარუდგინა - უკანონო ქმედების სანაცვლოდ ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics