20:35 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-05 16:45:43, 483 ნახვა

საზოგადოება
SOLO-მ გია ყანჩელის კომპოზიციის - ყვითელი ფოთლების ინსპირაციით, საშემოდგომო ვიტრინები შექმნა

ფერადი შემოდგომა კარს მოგვადგა და SOLO-მაც, TRICOLOR Studio-სთან ერთად, ამ სეზონის შესაფერისი, უნიკალური SOLO ვიტრინები შექმნა. ვიტრინები გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის დაუვიწყარი კომპოზიციის -  „ყვითელი ფოთლების“ ინსპირაციით შეიქმნა. SOLO ვიტრინებზე თბილისური შემოდგომაა გამოსახული - საშემოდგომო ხეებით, ყვითელი ფოთლებით აჭრელებული ქუჩებითა და ქარს აყოლილი მოცეკვავე ფოთლებით.

„SOLO ყოველთვის იყო ქართული ხელოვნების, შემოქმედებისა და ნიჭის, ქართული უნიკალური მემკვიდრეობის მხარდამჭერი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა,  გია ყანჩელის ოჯახის თანხმობით  და „ყვითელი ფოთლების“ ინსპირაციით,  შეგვექმნა ეს ულამაზესი და გამორჩეული ვიტრინები, სადაც თითოეული ფოთოლი ხელით არის დამზადებული. SOLO-ს ასევე ერგო პატივი და გია ყანჩელის უკვდავი კომპოზიცია SOLO-ს ლაუნჯებში გაისმება“, - განაცხადა SOLO-ს ბრენდ მენეჯერმა ლიზა ქისტაურმა.

 

„ჩვენი მიზანი იყო, რომ კიდევ ერთხელ, ამჯერად SOLO ლაუნჯებში გაგვეცოცხლებინა გია ყანჩელის  მემკვიდრეობა,“ - დასძენს ლიზა ქისტაური.

„ჩვენი შემოდგომის ვიტრინების თემა გია ყანჩელის  „ყვითელი ფოთლებია“. ვიტირნებში მოთავსებულ დიდი ზომის თითოეულ ტოტზე და ღეროზე ათასობით ყვითელი ფოთოლი სათითაოდ, ხელით დამაგრდა. ფოთლების ნაწილი მსუბუქად მოძრაობს ჰაერის ნაკადის მეშვეობით, სპეციალურად დამონტაჟებული მექანიზმების დახმარებით. ფოთლების რხევა  შემოდგომის ნიავის შეგრძნებას გვაძლევს. ვიტრინის ფერადი, ამრეკლავი ფონი კი ყვითელ ფოთლებს ფერადოვნებას ანიჭებს“, - ამბობს TRICOLOR Studio-ს დამფუძნებელი და დიზაინერი ნინო კალანდაძე.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics