18:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 21:56:51, 1991 ნახვა

სამართალი
„ჰექსოგენის საქმეზე“ ორივე ბრალდებულ უკრაინელს პატიმრობა შეუფარდეს

"ჰექსოგენის" შემოტანის საქმეზე დაკავებულ უკრაინელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ | გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. საქმეზე შემდეგი სხდომა 3 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ „გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად“ არკვევს, არსებობს თუ არა კავშირი ამ ამბავსა და „4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის“.

დენის შურავლოვი უკრაინის მოქალაქეა. ის ოდესაში ცხოვრობდა. დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს. ის ბრალს არ აღიარებს.

მიხაილო სკრუპსკიიც უკრაინის მოქალაქეა. ის ქალაქ ხმელინცკისში ცხოვრობდა. დაიბადა 1975 წლის 20 სექტემბერს.

ადვოკატ დარეჯან ბარბაქაძის ცნობით, სკრუპსკიი ბოლო რვა წელია, გადამზიდავ კომპანიაში მუშაობს და რეგულარულად დადიოდა უკრაინიდან საქართველოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics