22:06 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-04 13:07:34, 1054 ნახვა

ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი - უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„მეჩვენება, რომ ეს გარდაუვალია, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელსაც ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ჰქონია.

„თქვენს მიერ ახლახან ნახსენები იარაღის (ბირთვული იარაღის) გამოყენების საჭიროება არ იყო და იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება არც იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, მოსკოვს საკმარისი ძალები და რესურსები აქვს იმისთვის, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია სასურველი შედეგით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.

„ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და რესურსები, რათა ის, რაც 2022 წელს დაიწყო, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ იმ შედეგით, რომელიც რუსეთს სჭირდება“, - აღნიშნა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics