2025-02-23 15:25:31, 347 ნახვა
საზოგადოება
თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფოთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება
თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფოთის მუნიციპალიტეტში. ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ,ასევე გარკვეულ უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
მერიის ინფორმაციით, ნალექისგან გზებისა და ტროტუარების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6 000-მდე აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
მოსალოდნელი უამინდობის გამო, 24 და 25 თებერვალს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება, ასევე მხოლოდ, 24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება საჯარო სკოლებში.
მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,