10:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 21:12:39, 1093 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ერთადერთ ვეტერანს, შალვა გოჩიტაშვილს 100 წელი შეუსრულდა

​სოფელ გარიყულაში მცხოვრებ შალვა გოჩიტაშვილს, რომელიც  მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი ვეტერანია კასპის მუნიციპალიტეტში 100 წელი შეუსრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, ომის ვეტერანს საიუბილეო თარიღი  მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ამირიძემ, ამავე სამსახურის შ/ქართლის სამსახურის უფროსმა ზვიად საბაშვილმა  და ამავე სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა მიულოცეს.

"კასპის მუნიციპალიტეტის მერია ბატონ შალვას ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics