01:27 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 15:50:33, 628 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბესაძის მტკიცებით, "სინათლის ქალაქი" სოფელ დიღომში გარე განათების დამონტაჟებას ტენდერის გარეშე გეგმავს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი აბესაძის მტკიცებით, შპს "სინათლის ქალაქი" სოფელ დიღომში გარე განათების დამონტაჟებას ტენდერის  ჩატარების გარეშე გეგმავს.
მისივე თქმით, აღნიშნბული ქმედება სახელმწიფო შესყიდვის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.
"ჩვენს ყურადღებას იპყრობს ის მანკიერი პროცესი, რომელიც დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში დაამკვიდრა. ეს არის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლით ტენდერის ჩაუტარებლად კონტრაქტების გაფორმება. მაგალითად, შპს "სინათლის ქალაქი" ითხოვს, რომ სოფელ დიღომში, გარე განათების მოწყობა მოხდეს ტენდერის გარეშე. ეს ნათლად ადასტურებს, რომ თბილისის მერიაში კორუფცია ფეხმოკიდებულია. რატომ შეიძლება იყოს ფორსმაჟორი და ერთი თვით ვერ მოიცადონ სოფელ დიღომში გარე განათების გასაკეთებლად? ამაზე პასუხი არ მაქვს",-აღნიშნა აბესაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics