19:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 15:38:18, 728 ნახვა

კომენტარი
პრემიერის მსგავსად, ირაკლი კობახიძეც მიიჩნევს, რომ „თბილისი პრაიდის“ უკან რადიკალური ოპოზიცია და „ნაცმოძრაობა“ დგას

პრაიდის რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის რაც დღეს თბილისში მოხდა, პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესში იყო.

„მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის. ჩვენ ვაფრთხილებდით პრაიდის ორგანიზატორებს, რომ მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეიძლებოდა გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია და ვითარების დეესკალაცია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებდით მათ, თავი შეეკავებინათ აქციის ორგანიზებისკენ. ამისკენ მოუწოდა პრაიდის ორგანიზატორებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა. პრაიდის რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ის რაც ხდება თბილისში, არის მხოლოდ და მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში. საზოგადოების დაპირისპირება, ვითარები დაძაბვა, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფოდნენ მთელი ამ წლების განმავლოაბში. ამის მისაღწევად ისინი ახლაც ყველაფერზე არიან წამსვლელი. მოვუწოდებთ ყველას, არ მისცენ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ძალებს სიტუაციის მათი სცენარის მიხედვით განვითარების საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი მარშის ორგანიზატორების უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics