09:47 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 10:41:14, 776 ნახვა

სამართალი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ნაძალადევის რაიონის გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ინდ. მეწარმე ბადრი ჭიპაშვილი.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ფაქტობრივად მის მფლობელობაში არსებული საწარმოების მეშვეობით, ქ. თბილისის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, გამგეობისთვის წარდგენილ აქტებში (ფორმა N2) შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება და მოტყუებით დაეუფლა ქ. თბილისის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 380 776 ლარს“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

 საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9  წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics