09:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 11:48:59, 8077 ნახვა

ომი უკრაინაში
საუნივერსიტეტო კლინიკას 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, 9 პაციენტი რეანიმაციაში რჩება

პირველის აუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკას 3 გამოჯანმრთელებული აპციენტი დატოვებს, ხოლო 9 კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მან ასევე აღნიშნა, რომ 3 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ერთ-ერთი ორსული ქალბატონია.

„რეანიმაციულ განყოფილებაში გვიწევს 9 პაციენტი, დანარჩენი პაციენტები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა სართულებაზე, სხვადასხვა განყოფილებებში.

სულ 78 დადასტურებული შემთხვევიდან 47 - ში დასტურდება მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა, ხოლო დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ექიმ ინფექციონისტებთა და თერაპევტებთა მეთვალყურეობის ქვეშ.

დღეს ჩვენი კლინიკიდან მეორე ორსული ეწერება. დამატებითი კვლევების შედეგად კიდევ 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს ანუ სულ სამი პაციენტი გაეწერება დღეს კლინიკიდან.

რაც შეეხებათ 7 ახალშობილს, ტესტების თანახმად მათთან არცერთთან არ დადასტურდა კოვიდ ინფექცია. ასევე გვყავს ორსული ქალბატონები, რომელთაგან 5 დატოვებს კლინიკას, რადგანა არცერთთან არ დადასტურდა ინფექცია და დღის პირველ ნახევარში დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.  





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics