21:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-24 15:49:02, 1054 ნახვა

კომენტარი
თამარ ბერუჩაშვილი: ხალხის გატაცება აბსოლუტურად მიუღებელია, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი სოფელ ქარქუსაანიდან 42 წლის მამაკაცის გატაცების ფაქტს გამოემხაურა. როგორც ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ფაქტს გმობს და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე საუბრობს.

"გატაცება  აბსოლუტურად მიუღებელია; ეს არის სრული დარღვევა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ყველა შეთანხმების, რომელიც საქართველოს რუსეთთან  აქვს გაფორმებული",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, გახშირებული გატაცებები არის ის სირთულე, რასაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა ხშირად აწყდება.

"ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც აწყდება მოსახლეობა. ეს არის ის თემა, რომელსაც ქართული დიპლომატია რეგულარულად აყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატზე",-განმარტა ბერუჩაშვილმა.

შეგახსენებთ,  გრემისხევის თემის სოფელ ქარქუსაანის სასაფლაოდან 42 წლის მამაკაცი გაიტაცეს. ის სიდედრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics