12:20 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 13:00:13, 964 ნახვა

სამხედრო
ჰოლანდიელი სამხედრო ფსიქოლოგები ქართველი კოლეგებისთვის ტრენინგს მართავენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ფსიქოლოგები სტუმრობენ. 

სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკი ვოლტერ ვან ლიშოთი და რიანეკე ვან დერ გააგი თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ტრენინგს მართავენ. ორი დღის განმავლობაში ჰოლანდიელი ფსიქოლოგები ქართველ კოლეგებს საბრძოლო სტრესის დაძლევაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული ტექნიკის უნარ-ჩვევებს, სამხედრო მოსამსახურეების  თანამედროვე და ეფექტური მეთოდებით დახმარების გზებს შეასწავლიან.

ცნობისთვის, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჰოლანდიელი ფსიქოლოგები საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში, ქართული და ჰოლანდიური მხარეების წარმომადგენლები გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების სამომავლო გრძელვადიან გეგმებზეც ისაუბრებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics