|
2015-07-28 17:15:23, 781 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი: ომს არ იგებს მხოლოდ ჯარი, ომს იგებს მთელი საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ საქართველოს სამხედრო ბაზების დათვალიერება აჭარიდან დაიწყო. თინათინ ხიდაშელი ტელერეპორტიორებთან ერთად ურეხში საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმს ესტუმრა. თავდაცვის მინისტრს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ახლდა. სამხედრო ბაზაზე სტუმრებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დახვდა. პირად შემადგენლობასთან შეხვედრის შემდეგ თინათინ ხიდაშელმა ტელერეპორტიორებთან ერთად სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა და გამოფენილი შეიარაღება დაათვალიერა. „ჯარი არის საზოგადოების ნაწილი. ზუსტად ისეთივე ნაწილი, როგორც სკოლაში მოსწავლეები და პედაგოგები, როგორც უნივერსიტეტში პროფესორები და სტუდენტები. ზუსტად ასე არიან ოფიცრებიც და ჯარისკაცებიც, მთელი საზოგადოების ნაწილი და, შესაბამისად, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება საზოგადოებას იმ რეალობაზე, რომელიც არის ქართულ ჯარში, ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურის კუთხით და, მეორე მხრივ, საბრძოლო მზადყოფნის თვალსაზრისით, რაც მეტი ეცოდინებათ ოფიცრების, ჯარისკაცების, წლევამდელებისა და ხელშეკრულებით მყოფი ჩვენი ბიჭების განწყობებისა და დამოკიდებულებების შესახებ, მით უფრო მარტივი იქნება ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავება. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, წიგნებში წაგვიკითხავს, კინოებში გვინახავს, რომ ომს არ იგებს მხოლოდ ჯარი, ომს იგებს მთელი საზოგადოება. ეს არ არის ფრაზა, რომელსაც უბრალოდ ვამბობთ, ეს არის რეალობა. თუ არ არის ეს ყველაფერი ერთიანის შემადგენელი ნაწილი, მაშინ არაფერი გამოვა, ვერც ლოკალურ ამოცანებს გადავწყვეტთ და ვერც გლობალურ გამოწვევებს გავუმკლავდებით“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრი ბათუმის გარდა, კვირის განმავლობაში სენაკის, ხონის, საჩხერისა და ქუთაისის სამხედრო ბაზებს ესტუმრება, სამხედროებთან ერთად ივარჯიშებს და ჯარისკაცის ულუფას მიირთმევს. მინისტრის სტუმრობის დროს სამხედრო ბაზებზე სხვადასხვა ტიპის სპორტული ღონისძიებები მოეწყობა, იგეგმება უსაფრთხოების თემაზე ლექციების გამართვაც.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)