02:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 10:52:14, 776 ნახვა

სამხედრო
საქართველოს ეროვნული გვარდიის დელეგაცია უკრაინაში იმყოფება

საქართველოს ეროვნული გვარდიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე უკრაინის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ მიიწვია. ვიზიტი საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის უწყებებს შორის 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი უკრაინელმა კოლეგამ გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ბალანმა მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს არსებული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსსაც შეხვდა.

საქართველოს ეროვნული გვარდიის დელეგაცია უკრაინის ეროვნული გვარდიის სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრება და არსებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics