|
2015-04-11 15:24:55, 588 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის თემაზე ტრენინგი ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის და შსს-ს სიპების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებმა, შსს-ს აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის თემაზე ოთხდღიანი ტრენინგი გაიარეს. უწყების ინფორმაციით, ტრენინგი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით ჩატარდა. სწავლებას ჯორჯიის შტატის ქალაქ დანვუდის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ბილ გროგანი და მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი თიმ ბაროუზი უძღვებოდნენ. სწავლების მიზანი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული კომუნიკაციის წესებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიღება. ტრენინგზე განიხილეს: საზოგადოებისთვის შესაბამისი გზავნილების მიწოდების მიზნით სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების საკითხები; უპირატესობები, რომლებიც სოციალური მედიის გამოყენებას გააჩნია და შედეგები, რომლებიც მედიასთან ურთიერთთანამშრომლობას მოაქვს. ტრენინგზე ისაუბრეს მედიასთან ურთიერთობაში აშშ-ს პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის გამოცდილების, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ ამ სფეროში განხორციელებული სამუშაოს შესახებ. სწავლების ფარგლებში მიმდინარეობდა მსოფლიოში მომხდარი გახმაურებული ფაქტების ირგვლივ მსჯელობა და სხვადასხვა სცენარის მიხედვით პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება. აღსანიშნავია, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა აშშ-ს პოლიციის წარმომადგენლებს იმ საინფორმაციო-სოციალური კამპანიების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც სამინისტრომ ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმატებით განახორციელა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებმა, ამერიკელ ტრენერებთან ერთად, ჟესტების ენით წარმოადგინეს მთავარი გზავნილები, რომლებსაც „112“-ის ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის განკუთვნილი, ახლადდანერგილი, უფასო SMS და ვიდეოზარის სერვისი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს. ტრენინგის დასასრულს, სწავლების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)