09:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 13:52:39, 711 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ აჭარის განათლებისა და კულტურისა მინისტრი თანამშრომლებს წარუდგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ  დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ახლადარჩეული მინისტრი, ინგა შამილიშვილი წარუდგინა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე ინგა შამილიშვილი მინისტრად ხმების უმრავლესობით იქნა არჩეული.

ცნობისთვის, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

 იგი დღემდე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი და ასოცირებული პროფესორი გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისა, აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის საორგანიზაციო საკითხებში, მისი უშუალო ჩართულობითა და დახმარებით უნივერსიტეტის სასწავლო დარგის განვითარებისათვის არაერთი პროექტი განხორციელდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. ინგა შამილიშვილი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ინგა შამილიშვილი საგანმანათლებლო საქმიანობას 1993 წლიდან ეწევა.

,,ვფიქრობ, ინგა შამილიშვილი  არის ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი აკმაყოფილებს ყველა იმ აუცილებელ კრიტერიუმს, რომელიც რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულების ხელმძღვანელ პირს მოეთხოვება: გამოცდილება, პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართულობა" - აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა მინისტრის წარდგენისას.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics