08:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 10:48:47, 3757 ნახვა

კულტურა
მუსიკისა და ხელოვნების ბავშვთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „სტარტი“ იწყება

ა.ა.ი.პ „სტარტფესტი“ ორგანიზებით და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ამა წლის 23-25 სექტემბერს თბილისში გაიმართება მუსიკისა და ხელოვნების ბავშვთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „სტარტი“, რომლის ანალოგიც უამრავ ქვეყანაში ყოველწლიურად წარმატებით ტარდება და რომელსაც ჩვენი დედაქალაქი პირველად უმასპინძლებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საკონკურსო ტურები და გალა კონცერტი გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

მათივე ცნობით, კონკურსში მონაწილეობას 6-დან 17 წლამდე ახალგაზრდები მიიღებენ და წარმოადგენენ როგორც სასიმღერო, ისე მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს.

ქართველ შემსრულებლებთან ერთად ხუთი სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტები წარდგებიან მაყურებლის წინაშე.

კონკურსი მოიცავს ორ საშემსრულებლო ტურს, მონაწილეებს შეაფასებენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ჟიურის წევრები. გამარჯვებულები გრანდიოზულ გალა-კონცერტზე დაჯილდოვდებიან, რომელშიც კონკურსანტებთან ერთად ცნობილი ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. გალა კონცერტი იქნება საქველმოქმედო.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics