21:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-24 18:03:27, 898 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე TV იმედისა და პოს TV-ის დასანქცირებზე - ამ საკითხს ჩვენ გავითვალისწინებთ ანგარიშის მოახლოებული განხილვის დროს

 ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ბრიტანეთის მიერ TV იმედისა და პოს TV-ის დასანქცირების შესახებ "ევროსკოპთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

"ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მე ტაშს ვუკრავ და ვულოცავ დიდ ბრიტანეთს ამ გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ევროპის პარლამენტში არაერთხელ მოგვითხოვია ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ იგივე გაეკეთებინათ, რადგან, ვფიქრობ, უსამართლოა პროპაგანდის არსებობა. ისინი აკეთებენ შავ საქმეს ევროპის კავშირის წინააღმდეგ. ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილებების მიღება უფრო რთულია, ეს უნდა ჰკითხოთ ბატონ ვიქტორ ორბანს, ან მის პარტიას. იცით, რომ ჩვენ გვჭირდება ერთი ნავი სანქციების დასაწესებლად. თუმცა ზოგ ინსტიტუციას შეუძლია უფრო მეტის გაკეთება ასეთი პროპაგანდისტული არხების დასაბლოკად. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ჩვენ გავითვალისწინებთ ანგარიშის მოახლოებული განხილვის დროს. ჩვენ მას მალე წარვადგენთ და შევიტანთ შესწორებას. დიდი ბრიტანეთი ამ მიმართულებით ყინულმჭრელია. [...] იმედგაცრუებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ხმა არ ესმის ე.წ ხელისუფლებას" -  ამბობს რასა იუკნევიჩიენე.

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics