16:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 16:17:27, 487 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი: ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სასამართლოს უპატივცემულობის მიზეზით აღძრულ საქმეში პროკურატურის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი მასალა უვარგისია და ის ვერ ადგენს, თუ ვინ ამბობს დარბაზში უხამს სიტყვას.

"ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა გადმოგვეცა. მოგეხსენებათ, ამ საქმეში არაფერი დევს რამდენიმე ადამიანის მოხსენებითი ბარათის გარდა - და ძალიან მოკლე მონაკვეთში, მრავალ ფრაზას შორის, ერთი უხამსი ფრაზა ისმის, რომელზეც ნიკას ბრალად შეერაცხა, რომ ამის გამო მან მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ვიდეოში თავად მელია არც ჩანს. 

თუმცა, დღეს უკვე გვაქვს აუდიოექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ამ საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია და ამ ფრაზის მიხედვით ვერ დადგინდება...ვინ წარმოთქვა ეს ფრაზა.

ანუ გვაქვს შემდეგი მოცემულობა: პროკურატურამ გუშინ გადაწყვიტა, რომ 4 თვის წინანდელ საქმეზე ნიკას ბრალდება წაუყენოს, საქმეში მის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, ექსპერტიზის დასკვნით, წარმოდგენილი მასალა უვარგისია და ფაქტობრივად გამოდის, რომ მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, პოლიტიკურ ლიდერს კვლავ ბრალს უყენებენ. ნიკა მელიასთან მიმართებით, კიდევ ერთხელ ხორციელდება პოლიტიკური ანგარიშსწორება". - თქვა მელიას ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics