19:33 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 11:27:16, 637 ნახვა

მსოფლიო
ოლიმპიადაზე აკრძალეს ჩაფხუტი რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების ფოტოებით

უკრაინელმა სპორტსმენმა და სკელეტონის მრბოლელმა, ვლადისლავ ჰერასკევიჩმა 10 თებერვალს თქვა, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა მას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აუკრძალა ჩაფხუტის გამოყენება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაღუპულ უკრაინელ ათლეტებს პატივს მიაგებს.

ჰერასკევიჩის თქმით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მას ოფიციალური ვარჯიშებსა და შეჯიბრებებზე ჩაფხუტის ტარება აუკრძალა მას შემდეგ, რაც მან ამ ჩაფხუტით 9 თებერვალს ივარჯიშა.

"გადაწყვეტილება, რომელიც უბრალოდ გულს მიტეხს. მაქვს განცდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ღალატობს იმ ათლეტებს, რომლებიც ოლიმპიური მოძრაობის ნაწილი იყვნენ და არ იძლევა საშუალებას, რომ მათ პატივი მიაგონ იმ სპორტის არენაზე, სადაც ეს ათლეტები ვეღარასდროს დააბიჯებენ." - დაწერა ჰერასკევიჩმა Instagram-ზე.

ჰერასკევიჩს მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გამოუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩაფხუტზე რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელი ათლეტების სურათებია გამოსახული, მათ შორის არიან, ფიგურული მოციგურავე, დმიტრო შარპარი, რომელიც ბახმუტთან ახლოს ბრძოლისას დაიღუპა, და 19 წლის ბიათლეტი, ევგენი მალიშევი, რომელიც ხარკოვის სიახლოვეს მოკლეს.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში 6 თებერვალს დაიწყო. თამაშებზე რუსეთისა და ბელარუსის ეროვნულ გუნდებს მონაწილეობა აკრძალული აქვთ, თუმცა, მათ ათლეტებს ინდივიდუალურ ღონისძიებებში "ნეიტრალური" სტატუსით მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics