20:27 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-18 21:37:48, 12336 ნახვა

პოლიტიკა
სომხეთ-აზერბაიჯანმა შესაძლოა ტრანზიტისთვის საქართველოს ალტერნატივა იპოვონ

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია, რომლებიც ტარიფებთან არის დაკავებული და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მოგვარდება.

"თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ სუბიექტები დაიწყებენ იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად ალტერნატიული გზების ძიებას, თუკი ეს გარიგებები მათთვის ინტერესს შეინარჩუნებს", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეს, 18 დეკემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ სომხეთს, საქართველოს გავლით, 22 ცისტერნით 1220 ტონა ბენზინი მიაწოდა.

10 დეკემბერს აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ "თბილისის სატარიფო დემარშზე პასუხად, ბაქო სომხეთის საზღვრამდე სარკინიგზო ხაზის აღდგენას განიხილავს".

მანამდე, მედია წერდა, რომ საქართველომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტისთვის არარეალურად მაღალი ტარიფი მოითხოვა. 

ამ ინფორმაციის პასუხად, ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება.

Minval Politika აღნიშნავს, რომ მისმა მანამდე გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ ქართული ოცნების ხელისუფლება აიძულა, მისთვისვე პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი რეაგირება მოეხდინა, საუბარია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაზე.

Minval Politika-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო საკუთარი შესაძლებლობების შეფასება ალტერნატიული ლოგისტიკური ღერძის ფორმირების მიმართულებით.

ამასთან, Minval Politika-ს ინფორმაციით, განიხილება სრული საავტომობილო მარშრუტების ვარიანტიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics