01:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 15:11:43, 898 ნახვა

რეგიონი
სამეგრელოს სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა

სამეგრელოს რეგიონის სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა.

ექიმებსა და რაიონული სამსახურის ხელმძღვანელებს კი ახალი მოწყობილობების მოხმარებისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. ინვენტარის გადაცემისა და პერსონალის სწავლების პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა დაესწრო.

გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი  სასწრაფოს ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება. კომპიუტერული მოწყობილობების გადაცემის შედეგად, რაიონულ სამსახურებში ცენტრის პროგრამა ჩაირთვება. მისი მეშვეობით, პერსონალის მორიგეობის გრაფიკი, მედიკამენტების ხარჯვა და ნაშთების რაოდენობა ელექტრონულად აღირიცხება.

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვა 9 მარტს დაიწყო. მოწყობილობები უკვე გადაეცა იმერეთის, კახეთისა და აჭარის რეგიონებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics