18:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 14:03:07, 977 ნახვა

სამართალი
შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ ერთი ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გარეშე მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარიამ კერესელიძის განცხადებით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ ერთი ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გარეშე მოხდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 30 აპრილს, განსაზღვრულ ვადაში, რაც კანონით ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭა. კანონმდებლობით დადგენილი ვადები აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა. როცა დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ვადების დარღვევის გარეშე შედგა შესაბამისი ოქმი.

ახლა მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის ფარგლებში ადმინისტრაციულ საქმის წარმოება“,- განაცხადა შსს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო.

შსს ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ არსებულ დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრასა და ამ ქმედებით იერ-სახის დამახინჯებას ედავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics