09:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-16 12:51:15, 992 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვის ოლქს შეუტია - არიან დაღუპულები

რუსეთი უკრაინის მიმართულებით შეტევებს განაგრძობს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვის ოლქს შეუტია. დარტყმა საცხოვრებელ სექტორზე განხორციელდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა, მათ შორის ორი მოზარდი.

პარალელურად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სულ 31 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათგან 16 დრონი ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე განადგურდა, ცხრა – ბელგოროდის ოლქში, ხუთი – როსტოვის ოლქში და ერთი – კურსკის ოლქში. ბელგოროდში განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორიც ავრცელებს. მისი ცნობით, დაშავებულია ორი ადამიანი, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

კვლავ მძიმე ვითარებაა კურსკის ოლქში, სადაც ქალაქ სუჯის დაბომბვის დროს სამი ადამიანი დაშავდა. კურსკის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიდან სულ ევაკუირებულია 301 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი. რუსული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ სუჯიდან გამოყვანილია 119 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics