10:14 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 13:47:19, 15843 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტიდან, 2 მედიკოსია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რიცხვი 29-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კოვიდინფექციით ინფიცირებული 29 პაციენტიდან, 2 კლინიკა „თიმის“ მედიკოსია.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 69 პაციენტი იმყოფება, აქედან 29 პაციენტს დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია, დანარჩენ პაციენტები არიან კვლევის ფაზაში, ზოგი ცოტახანში დატოვებს კლინიკას, ის ადამიანები ვისაც არ დაუდასტურდა კორონავირუსი, ნეგატიური ტესტი აქვთ და ამ ნეგატიური ტესტების საფუძველზე ნაწილი საკარანტინო ზონაში გადავა, ნაწილი კი სხვა კლინიკებში, რათა იქ განაგრძონ მკურნალობა.

ჩვენს კლინიკაში არიან კოვიდ-19-ით ინფიცირებული მედიკოსები, 2 მედიკოსია, კლინიკა „თიმის“,  რაც შეეხება ჩვენს პერსონალს, ყველას ტესტირება ნეგატიურია, შესაბამისად რესპუბლიკურ საავადმყოფოს ინფიცირებული მედიკოსი არ ჰყავს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics