12:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-19 08:56:21, 446 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თბილისში ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები "ტრამპ თაუერის" აშენებას გეგმავენ, რომელიც დედაქალაქში სიდიდით ყველაზე მაღალი შენობა იქნება.

WSJ პროექტში ტრამპის ორგანიზაციის პარტნიორების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ "ტრამპ თაუერ თბილისის" პროექტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქში დაახლოებით 70-სართულიანი შენობა აშენდება.

გამოცემის ცნობით, პროექტის დიზაინი არქიტექტურული ფირმა Gensler-ს ეკუთვნის. პროექტში ასევე ჩართულია კონსორციუმი, რომელიც მოიცავს "არქი ჯგუფსა" და "ბიოგრაფი ლივინგს".

წარმომადგენლის თქმით, პროექტში ასევე ჩართულია ნიუ-იორკული დეველოპერული კომპანია და წარსულში ტრამპის პარტნიორი ორგანიზაცია Sapir-იც. 

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ვაჟის, ერიკ ტრამპის თქმით, თბილისში დაგეგმილი პროექტით კომპანიის "გლობალურად ცნობილი სრულყოფილების სტანდარტი" საქართველოშიც გავრცელდება. 

ცნობისთვის, საქართველოში "ტრამპ თაუერის" აშენების იდეა სათავეს 2012 წლიდან იღებს, როდესაც ტრამპის ორგანიზაციამ ბათუმში უძრავი ქონების პროექტის გეგმების შესახებ განცხადება გაავრცელა. მაშინ პროექტის პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მილიარდერი დონალდ ტრამპი დაესწრნენ.

თუმცა, მოგვიანებით ამერიკულმა კომპანიამ, არაერთ უცხოურ გარიგებასთან ერთად, ბათუმში "ტრამპ თაუერის" პროექტი გააუქმა, რაც დონალდ ტრამპის იმით განმარტა, რომ პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება სურდა.

ხოლო 2017 წელს Silk Road Group-მა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა ერთობლივად განაცხადეს, რომ ბათუმში $250-მილიონიან ცათამბჯენს, რომელიც Trump Tower-ის ბრენდით უნდა გახსნილიყო, თავადვე დააფინანსებდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics