11:47 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 17:13:17, 605 ნახვა

საზოგადოება
ზაზა ხატიაშვილი: ჭიკაიძე არ გადამდგარა, ის ივანიშვილმა გადააყენა

„ალექსანდრე ჭიკაიძეს ეს გადაწყვეტილება თვითონ არ მიუღია, ის  ფაქტობრივმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადააყენა“, – ამის შესახებ ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე შეფასებით, ყველა უნდა გადადგეს, ვინც ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაშია დამნაშავე და შემდეგ დააწინაურეს.  
 „პირველ რიგში ის უნდა გადადგეს, რომელმაც ასეთი უუნარო შს მინისტრი დანიშნა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ელემენტარულად მეტყველება უჭირდა, აქედან გამომდინარე ქვეყანა ხშირად გამხდარა დაცინვის ობიექტი.  ძალიან რთულია, გყავდეს ისეთი მინისტრი, რომელსაც პატარა ბავშვებიც კი დასცინიან. ეს გადაწყვეტილება ჭიკაძეს თავად არ მიუღია, ის ფაქტობრივმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადააყენა. ვაზაგაშვილის საქმეზე არა მხოლოდ ჭიკაიძე, არამედ ყველა უნდა გადადგეს, ვინც სამშობლოს შვილები მოუკლა,  იგივე რობაქიძე, გირგვლიანი და ა.შ. და შემდეგ ისინი დააწინაურეს“, – აღნიშნა ხატიაშვილმა.  
ცნობისთვის, ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემირ–მინისტრს შს მინისტრის პოსტიდან გადადგომის თხოვნით მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics