18:05 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 18:41:59, 950 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: სპეკულაციები, რომ თითქოს, რაღაც ხდება და ქვეყანა იღუპება, არასწორად მიმაჩნია

„სპეკულაციები, რომ, თითქოს, რაღაც ხდება და ქვეყანა იღუპება, არასწორად მიმაჩნია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, განუცხადა.
„დღეს კიდევ უფრო ავაზვირთოთ ემოციები და გავმართოთ სპეკულაციები, რომ, თითქოს, რაღაც ხდება და ქვეყანა იღუპება, არასწორად მიმაჩნია. დღეს ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სპეკულაციებისაგან სიტუაციის განეიტრალება და გვჭირდება ყოველდღიური ძალიან კონსტრუქციული მუშაობა იმისთვის, რომ სიტუაცია დავასტაბილუროთ. პოლიტიკური ვნებების აზვირთება კი ამას ხელს არ უწყობს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი.
ცნობისთვის,  9 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა შევა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოიწვიოს თუ არა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მთავრობა კრიზისიდან გამოსვლის გეგმას წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics