11:42 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 15:18:57, 969 ნახვა

სხვადასხვა
Facebook-მა კომპანია MSQRD-ს პრეზიდენტ ობამას სახის გამოყენება აუკრძალა

MSQRD-ის შემქმნელების თქმით, Facebook-მა კომპანიას აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახის გამოყენება პოლიტკორექტულობის გამო აუკრძალა.

როგორც MSQRD-ში აღნიშნავენ, მას შემდეგ რაც Facebook-მა კომპანია შეისყიდა, ბევრი შეზღუდვა დაწესდა.

"გვეუბნებიან, რომ უნდა ვიყოთ პოლიტკორექტულები. მაგალითად, გვირჩიეს, რომ ინდიელის სახე წაგვეშალა პროგრამიდან. ბელორუსში, ამას რასისტული მიდგომა არ ჰქვია, თუმცა ამერიკაში როგორც ჩანს აღნიშნულ საკითხებს ძალიან მკაცრად ეკიდებიან", - განაცხადა MSQRD-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა ევგენი ნევგენმა.

მისივე თქმით, Facebook-მა კომპანიას Snoop Dogg-ის სახის წაშლის რეკომენდაციაც გაუწია.

ცნობისთვის, Facebook-მა კომპანია MSQRD ცოტა ხნის წინ შეიძინა. აღნიშნული აპლიკაცია, იმით არის ცნობილი, რომ მომხმარებელს სხვადასხვა გამოსახულებებს სთავაზობს ნიღბების სახით. შერჩეული ნიღბის კი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება არის შესაძლებელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics