10:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 21:17:26, 3186 ნახვა

კომენტარი
დიქტატურაა, ეს არის პასუხი მანიფესტზე - სოფო ნიჟარაძე ახალ თეატრში მივიდა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში სოფო ნიჟარაძე მივიდა - დასის წევრი "პირველებთან" ამბობს, რომ ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება იმ მანიფესტზე პასუხია, რომელსაც ხელოვანები მთელი საქართველოს მასშტაბით, სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მართავდნენ. 

"დიქტატურაა ჩვეულებრივი" - აცხადებს სოფო ნიჟარაძე. 

დიქტატურაა ჩვეულებრივი, რა შეიძლება, რომ ვთქვა. ეს არის პასუხი მანიფესტზე. ეს არის პასუხი, რომ თეატრი არ ეგუება ამ უსამართლობას, იმას, რომ ჩვენი მსახიობი დაჭერილია და ათეულობით ბევრი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში. რა ვიცი, გაგვაჩუმებენ, ალბათ, ყველას. ყოველ შემთხვევაში მცდელობა არის, რომ გაგვაჩუმონ. ხვალ შეიძლება ტელევიზიაც დაკეტონ, რა ვიცი. მხოლოდ facebook-ზე პოსტვა აღარ შეიძლება, შეიძლება ეს იარაღიც აღარ გვქონდეს, ამიტომ ქუჩაში გამოსვლა არის საჭირო და კიდევ უფრო აქტიური წინააღმდეგობა", - ამბობს სოფო ნიჟარაძე.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. 

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics