09:21 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 14:18:19, 1186 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ყაველაშვილი- სტიქიისგან დაზღვეული არავინაა, მთავარია, როგორ რეაგირებ

ასეთი სტიქიისგან დაზღვეული არავინაა და მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ -  ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.

"ქართული ოცნების" პრეზიდენტი ამბობს, რომ "როდესაც ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია". 

საზოგადოება იმედიანად უნდა იყოს. ეს არის უსაფრთხოების საკითხი. როცა ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, დაახლოებით, ეს იმის ანალოგიურია, როცა ომი არსებობს. ამას რატომ ვიძახი - არსებობენ ადამიანები, ვინც ასეთ სიტუაციაში დეზინფორმაციას ეწევიან, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის მიუღებელია. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სრული მობილიზაციაა. 1 კვირის განმავლობაში ვხედავთ, როგორ მუშაობენ. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებშია, ხომ? მაქსიმუმს აკეთებენ, რა შესაძლებლობაც არსებობს. სტიქიისგან დაზღვეული არავინაა, მთავარია, როგორ რეაგირებ...

მთავარია, კომუნიკაცია ყველა ადამიანთან იყოს და ყველაფერი რიგზე იქნება. რაღაც პრეტენზიები, შეიძლება, ნებისმიერ მთავრობასთან და ხელისუფლებასთან გქონდეს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ერთმანეთს მხარში რომ უნდა დავუდგეთ, მე მგონი, ეს ბავშვმაც ძალიან კარგად იცის"- თქვა მან. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics