15:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 19:25:39, 700 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვერენჩხილაძე: უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციები გაგრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციებთან დაკავშირებით შეხვედრები დასრულდა.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება.
 „დღეს კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან და უმცირესობის წარმომადგენლებთან გაიმართა. ეს პროცესი გაგრძელდება და უფრო აქტიურ სახეს მიიღებს. რაც შეეხება უმცირესობასთან შეხვედრას, მისი მიზანი იყო ის, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და სასამართლოს წევრობის კანდიდატები რაც შეიძლება მეტი კონსენსუსით იყოს არჩეული. კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით, ჯერ არ არის საუბარი. პროცესი ჯერ გარკვეულ კრეტერიუმებზე მიდის“, – აღნიშნა კვერენჩხილაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან დავით საგანელიძესთან გამართა. შემდეგ კი, ამ საკითხზე უმცირესობის წარმომადგენლებს ლევან ბეჟაშვილს, ზურაბ ჯაფარიძესა და დავით ბაქრაძეს შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics