11:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 13:25:02, 813 ნახვა

სამხედრო
საქართველოში ვიზიტით ნატოს თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში ვიზიტით ნატოს თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლები იმყოფებიან. კოლეჯის ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი იანუშ ბოჟარსკი, უმაღლესი კურსის მსმენელებთან ერთად, საქართველოში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოწვევით ჩამოვიდა.
გენერალ-მაიორი იანუშ ბოჟარსკი გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, ჰიბრიდულ საფრთხეებს, საქართველოს თავდაცვის უწყებასა და ნატოს თავდაცვის კოლეჯს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
დღესვე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს თავდაცვის კოლეჯის სტუდენტებს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში მიესალმა. მან სტუმრებს ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები გააცნო. გენერალ-მაიორმა იანუშ ბოჟარსკიმ სიტყვით მიმართვისას, საქართველოში ვიზიტისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობასა და მათ როლზეც ისაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში შეკრებილ სტუმრებს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველს ინტეგრაციის პერსპექტივებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე პრეზენტაციებს წარუდგენენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics