09:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 10:44:36, 846 ნახვა

სხვადასხვა
არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიების დროინდელი 40 გემი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიების დროინდელი 40 გემი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორომაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კარტოგრაფიული ექსპედიცია შავი ზღვის ფსკერს ბულგარეთის სანაპიროსთან 1800 მეტრის სიღრმეზე სწავლობდა. მკვლევარებმა სამგანზომილებიანი ფოტოგადაღების უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენეს, რის შედეგადაც უძველესი ხომალდები აღმოაჩინეს.

სპეციალისტები ინფორმაციით, გემები კარგადაა შენახული, რადგან ე.წ. მკვდარ ზონაში მდებარეობენ, სადაც ჟანგბადი და სინათლე არ აღწევს.

არქეოლოგები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნულ რაიონში “გემების სასაფლაო” უნდა ყოფილიყო.

ექსპედიციის ხელმძღვანელი, საუთჰემფთონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ადამსი მიიჩნევს, რომ ახალი აღმოჩენა მეცნიერებს მისცემს საშუალებას, ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიების დროს შავი ზღვის რეგიონის ცხოვრების შესახებ ბევრი სიახლე შეიტყონ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics