09:35 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 18:37:33, 1224 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ”ქართული ოცნება” ამომრჩევლების წინაშე ახალი საარჩევნო პროგრამით წარსდგება

დღეს ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის წინასაარჩევნო პროგრამაზეც, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საარჩევნო პროგრამაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

”ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი სწორედ პროგრამაზე, იმ ძირითად გზავნილებზე, რომელიც პარტიამ ამომრჩევლებთან უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს ორიენტირებული უნდა იყოს სწორედ იმ პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ აწუხებს საზოგადოებას. პროგრამაზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს პარტია და განახლებული პოლიტსაბჭო აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ მიმართულების მიხედვით, რაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს აწუხებს”, - განაცხადა კობახიძემ.

ვიცე-სპიკერმა აღნიშნულ საკითხტან დაკავშირებით, რამდენიმე მიმართულება მათ შორის, ეკონომიკური საკითხები, სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, განათლება, ჯანდაცვის სფერო დაასახელა.

”ყველა მიმართულება იქნება ასახული ჩვენს საარჩევნო პროგრამაში, რომელზეც მუშაობა ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა”, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics