11:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-07 11:58:52, 809 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პოლიტპატიმრებზე - რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, მგონი გადაჭარბებულია

შეიძლება ადამიანი დანაშაულისთვის დაისაჯოს, მაგრამ ამას ყველაფერს აქვს თავის საზღვრები და ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, მგონი გადაჭარბებულია - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პროევროპულ აქციებზე დაკავებულებზე.

"მე არ ვიყავი მონაწილე ამ ამბების. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რამდენჯერმე მიმართა წმინდა სინოდმა ხელისუფლებას სხვადასხვა დროს მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლებაზე და ბოლოს სინოდის კრებაზე მივიღეთ დადგენილება და ეს დადგენილება გავუგზავნეთ მაშინდელ პრეზიდენტს და უარი თქვა. არ ვიცი რა უნდა ვთქვა... ვერ გეტყვით.

პატრიარქმა ერთხელ თქვა, რომ საერთოდ ციხე არ უნდა იყოს, არ უნდა არსებობდესო და პირადად ჩემი პოზიციაც ესაა, რომ რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი დანაშაულისთვის დაისაჯოს, მაგრამ ამას ყველაფერს აქვს თავის საზღვრები და ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, მგონი გადაჭარბებულია… ჩემი აზრია, რომ ასეთ შემთხვევებში ხელისუფლებას შვენის ამ მოწყალების გამოვლინება. მაშინაც კი, თუ ეს მოწყალება მისთვის რაღაცა საფრთხისშემცველია. მაინც უნდა გააკეთონ, ჩემი აზრი ასეთია. ჩემი პოზიცია ეს არის, რომ საერთოდ ადამიანს ლაპარაკის უფლება უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში და სამართლებრივ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს და დარღვევებიც, რა თქმა უნდა, უნდა აღიკვეთოს, ორი აზრი არ არსებობს...

ამ შემთხვევაში მე არ ვარ გარკვეული კარგად პოლიტიკურ მოვლენებში, თუ რისი მოლოდინი ჩვენ შეიძლება გვქონდეს. ჩვენი ხელისუფლება რა პოლიტიკური მოტივაციით ხელმძღვანელობს, მე ზუსტად არ ვიცი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი - იმიტომ კი არა რომ არ მჯერა - მე იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდებიან"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics