10:13 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-02 14:35:10, 1706 ნახვა

საზოგადოება
თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, 5-6 დეკემბერს თბილისში უძრავი ქონების გამოფენა და კონფერენცია ჩატარდება. ყოველწლიური ღონისძიება საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიასა” და “საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის” (GNARE)  ორგანიზებით გაიმართება.

გამოფენის მიზანია, შექმნას უნიკალური საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ბაზრის მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებსა და საკონსულტაციო კომპანიებს;

უძრავი ქონების გამოფენა მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებზეც დარგში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ. გამოფენის ფარგლებში, 5 დეკემბერს, დაგეგმილია თიბისი კაპიტალის კვლევის წარდგენაც, რომელიც უძრავი ქონების ადგილობრივ ტენდენციებსა და მომდევნო წლის პროგნოზებს მიმოიხილავს.

ღონისძიება ხელს შეუწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც გულისხმობს  საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. Ხოლო ბიზნესისთვის გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

გამოფენაში მონაწილეობს 50-მდე დეველოპერული კომპანია; ასევე, ადგილობრივი საბროკერო კომპანიები, რომლებიც დამსწრეებს სხვადასხვა შეთავაზებას ადგილზევე გააცნობენ.

ღონისძიება საინტერესოა როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ცალკეული დაინტერესებული პირებისთვისაც - სტუმრები შეძლებენ, დაათვალიერონ ბაზარზე არსებული თითქმის ყველა შეთავაზება და მიიღონ განსაკუთრებული პირობები.

წელს გამოფენის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენციაც, რომელზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით,:  https://forms.gle/8xRzFsNrqTo2rANU8  

ღონისძიების დღის წესრიგის გასაცნობად, ეწვიეთ ბმულს:  https://www.rew.ge/agenda/





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics