10:16 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 14:01:25, 2790 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 42 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენილი დანაშაულისთვის, 42 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები უკანონოდ ყიდულობდნენ და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციასაც შემდეგ ახორციელებდნენ. ნარკოტიკულ ნივთიერებებს ისინი სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ.

სამართალდამცველებმა ამოიღეს: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „კეტამინი“, „მეფედრონი“, „მდმა“, „მარიხუანა“ და სხვა.

ბრალდებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წარედგინათ . დანაშაული სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულების ნაწილს უკვე შეუფარდა პატიმრობა, ხოლო დანარჩენების მიმართ აღკვეთის ღონისძიებას კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს.

„საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics