15:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-25 12:31:00, 1506 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - ამერიკისა და სხვების დუმილი პუტინს მხოლოდ ამხნევებს

ამერიკისა და სხვების დუმილი პუტინს მხოლოდ ამხნევებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას, კერძოდ, შეერთებულ შტატებს, მოუწოდა, არ გაჩუმდნენ და გააძლიერონ ზეწოლა კრემლზე.

რუსეთის თავდასხმამ გასულ ღამეს უკრაინის 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი მოიცვა.

„რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორისტული დარტყმები საკმარისი მიზეზია ახალი სანქციებისთვის. მსოფლიოს არ აქვს დუმილის უფლება, რადგან ასეთი პასიურობა პუტინს ომის გაგრძელებისკენ მხოლოდ ახალისებს. შესაძლოა, მსოფლიო შაბათ-კვირას ისვენებს, მაგრამ ომი გრძელდება, შაბათ-კვირისა და სამუშაო დღეების მიუხედავად. ამის იგნორირება არ შეიძლება. ამერიკის დუმილი, მსოფლიოში სხვების დუმილი პუტინს მხოლოდ ამხნევებს. სანქციები ნამდვილად დაეხმარება ომის დასრულებას. ახლა მთავარია მტკიცე გადაწყვეტილება – შეერთებული შტატების მტკიცე გადაწყვეტილება, ევროპული ქვეყნების მტკიცე გადაწყვეტილება, მსოფლიოში ყველა იმ ადამიანის მტკიცე გადაწყვეტილება, ვისაც მშვიდობა სურს. მსოფლიომ იცის რუსეთის ეკონომიკის ყველა სისუსტე. ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე აუცილებელი ზეწოლის გზით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics