11:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 18:36:46, 3166 ნახვა

სხვადასხვა
რუსულ საიტებზე თბილისი-მოსკოვი-სოხუმის ავიაბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ავიამიმოსვლის დაწყების შემდეგ, რუსულ საიტებზე თბილისი-მოსკოვი-სოხუმის ავიაბილეთის შეძენაა შესაძლებელი

 მაგალითად, 3 მაისს, სოხუმში მოსახვედრად „ჯორჯიან ეარვესის“ რეისით თბილისიდან დილის 9 საათზე გაფრენა, შემდეგ კი მოსკოვიდან, 14:30 საათზე UVT aero-ს თვითმფრინავში გადაჯდომაა საჭირო

ოკუპირებულ აფხაზეთში ''უვიზოდ'' შესვლა მხოლოდ რუსეთის, ნიკარაგუას და ტუვალუს მოქალაქეებს შეუძლიათ, ასევე ტურისტებს ბელარუსიდან და ყაზახეთიდან

შეგახსენებთ, რომ 1 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ბოლო 30 წელიწადში პირველი ფრენა შესრულდა. როგორც რუსული მედია წერს, ფრენა „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან ავიაკომპანია ЮВТ аэро-ს თვითმფრინავით განხორციელდა. ეს არის პირველი რეგულარული ავიარეისი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 1993 წლის შემდეგ.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტის გახსნის შესახებ განაცხადა. ე.წ. გახსნის ცერემონიას, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ესწრებოდა.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვის შემდეგ, რეგულარული რეისები სოხუმს რუსეთის ქალაქებთან დააკავშირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics