12:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-22 16:57:44, 41644 ნახვა

High - Tech
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აიძულებს Google-ს, გაყიდოს Chrome ბრაუზერი

შეერთებულ შტატებში, საძიებო სისტემების ბაზარზე Google-ის დომინირების შესახებ ანტიმონოპოლიური საქმის ფარგლებში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილება Google-ემ იძულებით გაყიდოს Chrome ბრაუზერი. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

აღნიშნულია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატი დევიდ დალკვისტი ასევე ითხოვს ხელშეკრულებების შეწყვეტას, რომლითაც Google Chrome-ის საძიებო სისტემა თავდაპირველად დამონტაჟებულია სმარტფონებსა და სხვა კომპიუტერებზე და მიიჩნევს, რომ კონკურენტებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი წვდომა მონაცემებზე.

2024 წელს, DC-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ამიტ მეჰტამ დაადგინა, რომ Google-ს არა მხოლოდ უსამართლო უპირატესობა ჰქონდა ონლაინ ძიების და რეკლამის ბაზარზე, არამედ დახარჯა მილიარდობით დოლარი თავისი მონოპოლიის დასაცავად. ამრიგად, 2021 წელს Google-მა 26,3 მილიარდი დოლარი გადაუხადა სხვა კომპანიებს, რომ მისი საძიებო სისტემა ნაგულისხმევად დაეყენებინა ვებ ბრაუზერებსა და მობილურ ტელეფონებში, განაცხადა კომპანიის ტოპ მენეჯერმა პრაბჰაკარ რაღავანმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და Google-ს შორის ანტიმონოპოლიური სასამართლო პროცესის დროს.

საქმეს „ათწლეულის სასამართლო პროცესს“ უწოდებენ, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის მარეგულირებლები კომპანიას უკანონო მონოპოლიის შექმნაში ადანაშაულებენ და კონკრეტულ შედეგებს ეძებენ.

ონლაინ გამოცემის The Wall Street Journal-ის ცნობით, მოსამართლე მეჰტამ სამი კვირა გამოყო არგუმენტებისა და ჩვენებების მოსასმენად, რომლებიც საჭიროა კონკურენციის აღდგენისკენ მიმართული ზომების დასადგენად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics